loader

ქალმა უკანალის გაზრდას ხელები და ფეხები შესწირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალმა უკანალის გაზრდას ხელები და ფეხები შესწირა

ეს გამაოგნებელი ისტორია 46 წლის ამერიკელ ქალს გადახდა, რომელმაც გადაწყვიტა, სილამაზისთვის მსხვერპლი გაეღო და საბოლოო ჯამში, ინვალიდად იქცა. სილამაზის მსხვერპლი ახლა ყველა ქალბატონს მოუწოდებს, მისი შეცდომები არ გაიმეორონ.

2004 წელს ერთ-ერთმა კლიენტმა ბრაუნს საოცარ პროცედურებზე უამბო, რომელსაც სახლში დამოუკიდებლად იკეთებდა. "მომიყვა, რომ დაქალს უკანალი ინექციებით გაუზარდა. მისმა მეგობარმა ქალმა მაჩვენა კიდეც შედეგი, რომლითაც აღვფრთოვანდი. იმ წამსვე მივიღე გადაწყვეტილება, მეც გამეზარდა უკანალი ჯადოსნური სილიკონით" - ყვება 46 წლის ქალი.

ეიპრილმა რამდენიმე პროცედურის თანხა, 980 დოლარი წინასწარ გადაიხადა და ადამიანს, რომელსაც არანაირი სამედიცინო განათლება არ ჰქონდა, მისცა უფლება, უცნობი ნივთიერება შეეყვანა მის სხეულში. მოგვიანებით ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ცრუ-ექიმს ეიპრილის სხეულში საწარმოო სილიკონი შეჰყავდა.

ორ წელიწადში ბრაუნს სხეულის ის ნაწილი, სადაც ინექცია შეჰყავდათ, ერთიანად გაუშავდა. ეიპრილი იძულებული გახდა, ექიმისთვის მიემართა. რურგებმა ცოცხალ-მკვდარი პაციენტი ხელოვნურ კომაში ჩააგდეს და 27 ოპერაცია ჩაუტარეს, მათ შორის, დუნდულებისა და ზედა და ქვედა კიდურების ამპუტაცია.

ასევე იხილეთ:

პლასტიკური ქირურგიის შოკისმომგვრელი შედეგი - უკანალში ჩადგმული "მოძრავი" იმპლანტი (+18)

ამერიკელმა მამაკაცმა იდეალური გარეგნობის მისაღებად 90 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა


იხილეთ სტატია მარაო.გე-ზე