loader

დეპუტატები პარლამენტის სხდომებზე დასასწრებად იფრენენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეპუტატები პარლამენტის სხდომებზე დასასწრებად იფრენენ

დეპუტატებმა დღეს, 3 ივნისს, პარლამენტში მისასვლელად და საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად "ჯორჯიან ეარვეისის" მომსახურებით ისარგებლეს.

"ჯორჯიან ეარვეისის" რეგულარულ რეისზე: თბილისი-ქუთაისი-თბილისი, პარლამენტის წარმომადგენლებს 50-პროცენტიანი ფასდაკლებით შეეძლებათ ბილეთის შეძენა.

როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საგანელიძემ განაცხადა,  დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ფრენა პარლამენტის ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება და მგზავრობის საფასურს ყველა საკუთარი ჯიბიდან დაფარავს. 

მისივე თქმით, ქუთაისის მიმართულებით საჰაერო რეისის დანიშვნა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ მთავრობის წარმომადგენლებს, ასევე, უცხოურ დელეგაციებს უწევთ პარლამენტში ჩასვლა, რაც გაცილებით უფრო მოსახერხებელი და მარტივი იქნება თვითმფრინავით, ვიდრე ავტომობილით.

ქუთაისში დღეს მხოლოდ სამი დეპუტატი - დავით საგანელიძე, ეკა ბესელია, თემურ მაისურაძე, აგრეთვე, აპარატის თანამშრომლები გაფრინდნენ.

იხილეთ ინგლისური ვერსია