loader

რუსეთის ქმედებების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე სამი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის ქმედებების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროფკავშირების სახლთან "სოციალ-დემოკრატების" ყრილობის პარალელურად გამართულ აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, დაკავებულთაგან ორი აქციის მონაწილე იყო, ხოლო ერთი - გამვლელი.

გიორგობიანის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევაში ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. აქციის დროს დაკავებული სამივე პირი ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.

"სოციალ-დემოკრატების" ყრილობას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, სწორედ მასთან სურდათ გასაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც შენობასთან აქციას მართავდნენ.