loader

"პუტინს რა, დედის ..." - კობა ხაბაზი და ახალგაზრდა აქტივისტები სასამართლოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პუტინს რა, დედის ..." - კობა ხაბაზი და ახალგაზრდა აქტივისტები სასამართლოსთან

ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" აქტივისტებმა საქალაქო სასამართლოს ეზოსთან აქცია, სახელწოდებით - "პუტინს რა, დედის ..." გამართეს. აქციის მონაწილეები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, "თავისუფალი ზონის" ორ წევრს 100-100-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ბრალდების მხარის განცხადებით, გუშინ, 5 ივნისს "სოციალ-დემოკრატების" ყრილობის პარალელურად გამართულ აქციაზე დაკავებულებმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს და ხმამაღლა იგინებოდნენ. მათ შორის, გინების ადრესატი იყო ვლადიმერ პუტინი.

ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა, დავით გოგოხიამ დაადასტურა, რომ მან პუტინს შეაგინა, თუმცა განაცხადა, რომ ეს აქციის დაშლის მერე მეგობრების წრეში გააკეთა, ოღონდ არა ხმამაღლა. აქედან გამომდინარე, მისთვის გაუგებარია, თუ რას ედავებიან, რადგან მას საზოგადოებრივი წესრიგი არ დაურღვევია და ხმამაღლა არავის მისამართით არ შეუგინებია.

ფარნაოზ ჭკადუას განცხადებით კი, მას არავის მიმართ არ შეუგინებია და გაუგებარია, რატომ მოხდა მისი დაკავება. ის თავს დაზარალებულად მიიჩნევს.