loader

06.06.2013. ფონდი "ქართული გალობა" 11 ივნისისთვის ემზადება - ანა მარშანიას სიუჟეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

06.06.2013. ფონდი "ქართული გალობა" 11 ივნისისთვის ემზადება - ანა მარშანიას სიუჟეტი

რუსთაველის თეატრში, 11 ივნისს, საზეიმო კონცერტი "ქართული ხალხური სიმღერა - კაცობრიობის საგანძური" გაიმართება. კონცერტი ფონდის "ქართული გალობა" პირველი ღონისძიებაა. როგორც ფონდის საბჭოს წევრებმა, ლოტბარმა ანზორ ერქომაიშვილმა და მუსიკოსმა ლექსო თორაძემ განაცხადეს, ფონდის საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტრადიციული გალობისა და სიმღერის მეცნიერული კვლევა, უძველესი ჩანაწერების მოძიება, აღდგენა, დისკებზე ჩაწერა და გავრცელება. ფონდის "ქართული გალობა" სამომავლო გეგმები და ინიციატივები - ანა მარშანიას სიუჟეტში.