loader

06.06.2013. ადვოკატთა ასოციაცია მინისტრ სოზარ სუბარის წინააღმდეგ, რა მოხდა გლდანის ციხეში? - ხათუნა გაგნიძის სიუჟეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

06.06.2013. ადვოკატთა ასოციაცია მინისტრ სოზარ სუბარის წინააღმდეგ, რა მოხდა გლდანის ციხეში? - ხათუნა გაგნიძის სიუჟეტი

"ადვოკატთა ასოციაცია" სასჯელაღსრულების დაწესებულებას ყოფილი ხელისუფლების დროინდელ გამომძიებლებთან დანაშაულებრივ ალიანსში ადანაშაულებს. ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, გამომძიებელი მერაბ ანჯაფარიძე გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფ უვადო პატიმრობა მისჯილ შალვა ლილუაშვილს დაემუქრა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, პატიმრის განცხადებაში ხაზი გაესვა იმას, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებში კვლავ შედიან პატიმართა წამებაში მონაწილე პირები, რომლებიც პატიმრებზე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და თანამდებობას ბოროტად იყენებენ. ადვოკატების ბრალდებები და მინისტრის პასუხი - ხათუნა გაგნიძის სიუჟეტში.