loader

რეპორტაჟი ავღანეთში დაღუპული მიხეილ ნარინდოშვილის ოჯახიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეპორტაჟი ავღანეთში დაღუპული მიხეილ ნარინდოშვილის ოჯახიდან

26 წლის მიხეილ ნარინდოშვილი მისი ერთადერთი შვილი იყო. ის ავღანეთში 6 თვით წავიდა. ოჯახის დატოვებიდან დაახლოებით სამ თვეში კი ტერორისტების თავდასხმას ემსხვერპლა.

მიხეილ ნარინდოშვილი ქვეყნის სამსახურში ყოფნას მთელი ცხოვრება, ჯარში სამსახურს კი პენსიაში გასვლამდე აპირებდა. იგი რუსთავში დედასთან ერთად ცხოვრობდა. მას სამი შვილი დარჩა, მათ შორის უმცროსი ვაჟი 8 თვისაა.

მიხეილ ნარინდოშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იყო. ის ავღანეთში 2013 წლის აპრილიდან მსახურობდა. მასთან ერთად 6 ივნისს ქართულ ბაზაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად კიდევ 6 ქართველი სამხედრო დაიღუპა.