loader

ოლივერ უორდროპი - საქართველოზე შეყვარებული ბრიტანელი დიპლომატი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოლივერ უორდროპი - საქართველოზე შეყვარებული ბრიტანელი დიპლომატი

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ შუქია აფრიდონიძეს დედა ხშირად უყვებოდა თბილისის ქუჩებში მოწყობილ ზეიმზე, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა, ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ამბავი ახარა.

ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ, ოქსფორდის უნივერსიტეტში ოლივერ უორდროპმა მისი დის, მარჯორი უორდროპის სახელობის ფონდი დაარსა, რომლის დახმარებითაც იქ ქართველოლოგიურ მეცნიერებებს აძლიერებდა. მარჯორი უორდროპი ქართული მწერლობისა და კულტურის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მან არაერთი წიგნი თარგმნა ინგლისურ ენაზე, მათ შორის ვეფხისტყაოსანი, რომელსაც ბრიტანეთში თავად უწევდა პოპულარიზაციას.

2014 წლის 10 ოქტომბერს ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით ოლივერ უორდროპის შესახებ ვრცელი მონოგრაფიის გამოშვება იგეგმება.