loader

დღეს მთელი საქართველო გლოვობს - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღეს მთელი საქართველო გლოვობს - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს შეასრულებს. როგორც უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, გარდაცვლილებს სამების საკათედრო ტაძარში 18:00 საათზე მიასვენებენ, 19:00 საათზე კი პანაშვიდი დაიწყება.

"დღეს მთელი საქართველო გლოვობს, დასტირის ჩვენს ჯარისკაცებს. შევთხოვთ უფალს, ნათელში დაამკვიდროს მათი სულები", - ბრძანა უწმინდესმა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ადამიანს ფიზიკურთან ერთად სულიერი ხედვაც გააჩნდეს, რათა მის წინაშე მდგარი საკითხები კარგად დაინახოს და შეაფასოს.

პატრიარქმა მეცნიერ პავლოვის სიტყვებიც გაიხსენა, რომელიც ამბობდა, რომ ადამიანს აქვს მცირე გონება, ანუ აზროვნება და დიდი გონება, ანუ გული. უწმინდესის თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ორივე უნდა მოქმედებდეს, რადგან ანალიტიკური აზროვნება აუცილებელია.
"ჩვენ შევწირეთ ჯერ სამი, შემდეგ შვიდი ჯარისკაცი. უნდა გავაკეთოთ ანალიზი, რატომ მოხდა ეს და რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. უფალმა მოგვცეს სულიერი და ფიზიკური ხედვა, რწმენა და ძალა", - ბრძანა უწმინდესმა.