loader

ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცები სამების ტაძარში მიასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცები სამების ტაძარში მიასვენეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში მიასვენეს. ტაძრის ეზოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს საპატიო ყარაული აქვთ მოწყობილი. ტაძარში იმყოფებიან გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები. გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად მივიდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობა სრული შემადგენლობით.

19:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს შეასრულებს. პანაშვიდის დასრულების შემდეგ კი გარდაცვლილ სამხედროებს საკუთარ ოჯახებში გადაასვენებენ.

შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში 6 ივნისს დაიღუპა. ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. თავდასხმის დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.