loader

დაღუპული ქართველი სამხედროების პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაღუპული ქართველი სამხედროების პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში

სამების საკათედრო ტაძარში ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა. პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.

სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები თითქმის სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.

მიხეილ სააკაშვილმა პანაშვიდის დასრულების შემდეგ ტაძარი დატოვა, თუმცა, გამოსვენების ცერემონიაზე დასასწრებად ისევ დაბრუნდა. მასთან ერთად პროცესია თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააცილა. სამების ტაძარში იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვიც, ასევე, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია.

დაღუპული ქართველი სამხედროები საკუთარ ოჯახებში გადაასვენეს.