loader

"ქალის ოთხი სეზონი" - ირაკლი და ნათია გედენიძეების ფოტოექსპოზიცია პატიმარ ქალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქალის ოთხი სეზონი" - ირაკლი და ნათია გედენიძეების ფოტოექსპოზიცია პატიმარ ქალებზე

სასტუმრო "რედისონში" ფოტორეპორტიორების: ირაკლი და ნათია გედენიძეების გამოფენა გაიმართა. ირაკლი და ნათია გედენიძეებმა ქალთა საპატიმროში ერთი დღე დაჰყვეს, სადაც ფოტოკამერით დააფიქსირეს იქ არსებული ვითარება და პატიმრების მდგომარეობა.

ფოტოებს თან ერთვის ოთხი ნოველა, რომელიც საპატიმროში ერთი დღით მყოფმა "პალიტრა ტვ"-ის კორესპონდენტმა გიორგი ბერიძემ მოამზადა. მან რესპონდენტებად ოთხი სხვადასხვა ასაკის პატიმარი ქალი აირჩია და შესაბამისად, ფოტოექსპოზიციას და ოთხ ნოველას "ქალის ოთხი სეზონი" ეწოდა, ხოლო პროექტის სახელწოდებაა "ესეც გაივლის".

ფოტოექსპოზიციაზე წარმოდგენილია პატიმარ ქალთა ფოტოები, რომლებთანაც საპატიმროში 3 წლამდე ასაკის შვილები იმყოფებიან.

აღნიშნული პროექტი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსა და მინისტრის მრჩევლის, ლალი მოროშკინას მხარდაჭერით განხორციელდა.