loader

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებისთვის კომპენსაციები უნდა გაიზარდოს - ზაქარია ქუცნაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებისთვის კომპენსაციები უნდა გაიზარდოს - ზაქარია ქუცნაშვილი

საქართველოს მთავრობა ამზადებს წინადადებას, რომ ის დამცინავი და სიმბოლური კომპენსაციები, რაც გაიცემოდა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის, გაიზარდოს. საუბარია, დაახლოებით, თითოეულ ოჯახზე 100 ათას ლარზე, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა "მეცხრე არხის" გადაცემა "მთავარ კითხვაში".

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრემიერს აქვს წინადადება, რომ ეს კომპენსაციები გაიცეს ყველა დაღუპულის ოჯახზე. "თუ ისინი სწირავენ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებას საკუთარ სიცოცხლეს, მაშინ პარლამენტმაც უნდა თქვას თავისი პასუხისმგებლიანი სიტყვა და იზრუნოს მათ ოჯახებზე", - განაცხადა ქუცნაშვილმა. რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო მისიაში, ქუცნაშვილის თქმით, ქვეყანას აქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც გრძელვადიანი თვალსაზრისით, სარგებელს მოუტანს და ჩვენ მისი ერთგულნი უნდა დავრჩეთ.