loader

რა აგონებს ბიძინა ივანიშვილს "შუბის დაკარგვის" ეპიზოდს და რატომ არ დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა აგონებს ბიძინა ივანიშვილს "შუბის დაკარგვის" ეპიზოდს და რატომ არ დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას

პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დარწმუნდება, რომ დღის წესრიგიდან გამომდინარე, მისი მისვლა აუცილებელია.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, ასევე უნდა დარწმუნდეს, რამდენად ქმედითუნარიანია უშიშროების საბჭო და რამდენად არ იკრიბება იგი შეკრებისთვის.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოს შესახებაც გააკეთა კომენტარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვიდეოკლიპების დამზადებასთან დაკავშირებით კოკა ყანდიაშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები "ვერის უბნის მელოდიებიდან" "შუბის" დაკარგვის ეპიზოდს აგონებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეჭვის გამოთქმა არ სურს, რადგან გამოძიებამ უნდა დაადგინოს ბრალეულთა ვინაობა, თუმცა მის გუნდს ასეთი ხელწერა არასოდეს ჰქონია.

ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება, რადგან საქართველოს სამართალდამცავი უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან.

პრემიერის თქმით, ის ფაქტი, რომ ვიდეომასალა საქართველოში დაიდო, ბევრ შეკითხვას ბადებს.

იხილეთ ინგლისური ვერსია