loader

193-ე (ლოგოპედიური) სკოლის პედაგოგები და მშობლები სკოლის დაბრუნებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

193-ე (ლოგოპედიური) სკოლის პედაგოგები და მშობლები სკოლის დაბრუნებას ითხოვენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 193-ე (ლოგოპედიური) სკოლის პედაგოგებმა, აღსაზრდელებმა და მათმა მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

პედაგოგებისა და მშობლების ინფორმაციით, ლაღიძის ქუჩაზე მდებარე 193-ე სკოლა გასული წლის 15 თებერვალს, დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო დაიხურა. მათივე ინფორმაციით, შენობა საფრანგეთის საელჩომ შეიძინა და ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კერძო დაწესებულების გახსნა იგეგმება.

განათლების სამინისტროსთან შეკრებილ პედაგოგებსა და აღსაზრდელებს მხარდაჭერა გამოუცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ. მისი ინფორმაციით, აღნიშნული სკოლა ერთადერთი იყო მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, სადაც აღსაზრდელები ჩამოდიოდნენ სამეგრელოდან, აჭარიდან, კახეთიდან და გურიიდან.