loader

აჭარის ოთხი სოფლის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის ოთხი სოფლის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

მაჭახელას ხეობის მოსახლეობა კირნათი-ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ოთხი სოფლის - კირნათის, მარადიდის, მირვეთის და აჭარისწყლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ რომელი ტერიტორია დაიტბორება წყლით. მოსახლეობის თქმით, მათ არ უნახავთ პროექტის მშენებლობის ნებართვა და არ აქვთ გეოლოგიური დასკვნა იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს ჰესის მშენებლობა გარემოზე. ასევე, როგორც ადგილობრივმა რამაზ თავდგირიძემ აღნიშნა, მისი წინაპრების საფლავები დატბორვის ზონაშია. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, კომპანია შპს "აჭარ-ენერჯი 2007"-ის წარმომადგენლებმა კომპენსაცია და საფლავების გადატანა შესთავაზეს, თუმცა ის წინაპართა საფლავების გადატანას არ აპირებს.

სოფელ მარადიდში მცხოვრები რუბენ ლომაძე აღნიშნავს, რომ ჰესის მშენებლობის გამო მიწის დაკანონების პროცესი შეჩერებულია, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი კომპენსაციას ვერ მიიღებს.

შპს "აჭარ-ენერჯი 2007"-ის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრასა და ჟურნალისტებთან კომენტარზე უარს აცხადებენ.

საპროტესტო აქციაზე მოსახლეობას ხელვაჩაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ თურმანიძე შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსახლეობას ინფორმაციას იმის შესახებ თუ რომელი ტერიტორია დაიტბორება, ახლო ხანში მიაწვდის.