loader

"მე თქვენ არ გიცნობთ" - ზაზა პაპუაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე თქვენ არ გიცნობთ" - ზაზა პაპუაშვილი ჩიორა თაქთაქიშვილს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. დეპუტატებმა კამათი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტის განხილვის დროს დაიწყეს. უმრავლესობის პროტესტი გიორგი კანდელაკის განცხადებებს მოჰყვა, რომელიც მიიჩნევს, რომ ცვლილებებით როინ მეტრეველის დრო დაბრუნდება, როდესაც ქრთამის აღება ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა გიორგი კანდელაკს მოუწოდა, კითხვა მოკლედ დაესვა. "რა კითხვაც გინდა დასვი, ნუ ტეხავ რა დებოშს!", - მიმართა პაპუაშვილმა კანდელაკს.

თავის მხრივ კანდელაკს თანაგუნდელი ჩიორა თაქთაქიშვილი გამოექომაგა. "ჭკუას მოუხმეთ", - მიმართა ჩიორა თაქთაქიშვილმა ზაზა პაპუაშვილს. "მე თქვენ არც გიცნობთ და არც მომიმართავს არასოდეს. ეგღა მაკლია შენ შემისწორო და მასწავლო", - უპასუხა პაპუაშვილმა თაქთაქიშვილს.

დაპირისპირების დროს თაქთაქიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარესაც მიმართა: "ბატონო თავმჯდომარევ, ეს ახლა კომიტეტის სხდომას ჰგავს?!".

ასევე იხილეთ: "უღირსი ხარ თავიდან ბოლომდე" - ინციდენტი ზაზა პაპუაშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის