loader

მარიამ საჯაია ფეისბუქში ბიძინა ივანიშვილის ფოტოს ათვალიერებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარიამ საჯაია ფეისბუქში ბიძინა ივანიშვილის ფოტოს ათვალიერებს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დღევანდელი სხდომა დეპუტატებისათვის, როგორც ჩანს ძალიან მოსაწყენი იყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სხდომის მიმდინარეობისას გართობას ფეისბუქის საშუალებით ცდილობდნენ. სოციალურ ქსელში დეპუტატ მარიამ საჯაიას ყურადღება ერთმა ფოტომ მიიქცია, რომელზეც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული. ეს ფოტო პრემიერ-მინისტრის ფეისბუქის გვერდზე დღეს განთავსდა. პრემიერი "იუნისეფის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროსაა გადაღებული, მის უკან განთავსებულ ბანერზე კი წერია: "კონფერენციის გახსნა, მისი აღმატებულება ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი". ფეისბუქს სხდომის მიმდინარეობისას საჯაიას გარდა კიდევ ერთი "ნაციონალი" დეპუტატი, გიორგი კანდელაკი სტუმრობს.

იხილეთ: "Просто порно" - საპარლამენტო პორნოგართობის ექსკლუზიური კადრები "მე-9 არხისგან"

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე