loader

"თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს პასუხისმგებლობას ჯარისადმი" - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს პასუხისმგებლობას ჯარისადმი" - ირაკლი ალასანია

თავები დაგორდება ყველასი, ვინც ვერ იაზრებს, რა პასუხისმგებლობაა, როცა გაბარია ჯარის კვება და მომსახურება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში სამხედროების მოწამვლის ფაქტს მასშტაბური ხასიათი არ აქვს, ყველა პირი, ვინც ჯარისკაცების კვების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, გათავისუფლებულია. მისივე თქმით, შეცვლილია შეიარაღებული ძალების კვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. "ჩვენ შევცვალეთ გადაწყვეტილებები - უნდა იყოს არანორმირებული კვება. სხვადასხვა პროცესის შედეგად დავინახეთ, რომ ნორმირებულ კვებაზე გადასვლა ჩვენთვის არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ მთლიანად შეიცვლება მიდგომა ქართული ჯარის კვების მიმართ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ასევე იხილეთ: სამხედროების მოწამვლის გამო, თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა