loader

"თქვენი მოსვლის შემდეგ სიძულვილი დამკვიდრდა" - გოგი ოჩიაური "ოცნებას" მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენი მოსვლის შემდეგ სიძულვილი დამკვიდრდა" - გოგი ოჩიაური "ოცნებას" მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გოგი ოჩიაურის განცხადებამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.

უხუცესმა დეპუტატმა პირადად მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას და ისინი ერთმანეთისა და ოპონენტების სიძულვილის დანერგვაში დაადანაშაულა: "ოცნება" ძალიან დაჩქარებული ტემპით ცდილობს, საქართველოს მომავალი კომუნისტური გზით წაიყვანოს. ბევრი ნიშანი გამსგავსებთ კომუნისტურ სახელმწიფო მოღვაწეებს. ყველაზე თვალშისაცემი, რაც თქვენი მოსვლის შემდეგ დამკვიდრდა საქართველოს პარლამენტში, არის მძაფრი სიძულვილის ატმოსფერო - არა მოწინააღმდეგის, არამედ ერთმანეთის მიმართ, პირველ რიგში. თქვენი ლიდერის სიძულვილი, რომელსაც ფარისევლურად იცავთ და ზურგს უკან აგინებთ, ამაზრზენია და ბოლშევიკურ ქცევებს ჰგავს" - დასძინა დეპუტატმა.

ამ კონტექსტში ოჩიაურმა სოციალისტური ლიდერები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სტალინმა, მაო ძედუნმა და ჰიტლერმა მთელი თავიანთი ოპოზიცია ფიზიკურად გაანადგურეს, თუმცა "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით მხოლოდ ლანძღავს". ეს შედარება საპარლამენტო უმრავლესობის ფლანგმა ხმამაღალი შეძახილებით გააპროტესტა.