loader

ავღანეთში დაღუპული სამი ჯარისკაცი გორის რაიონში სამხედრო პატივით დაკრძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში დაღუპული სამი ჯარისკაცი გორის რაიონში სამხედრო პატივით დაკრძალეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები გიორგი ადამოვი, ზურაბ გურგენაშვილი და ბორის ცუგოშვილი გორის რაიონში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიაში მონაწილეობას იღებდა საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი, რომელმაც საქართველოს ჰიმნი შეასრულა. დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვილი გაიმართა გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარში და მასში მონაწილეობა დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ქართველმა სამხედროებმა მიიღეს.

ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. მათი თქმით, დღეს საქართველოსთვის მძიმე დღეა და ამ ტრაგედიას ყველა ქართველო გლოვობს.

კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი 6 ივნისს, ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპნენ.