loader

რატომ უსაყვედურა ბოკერიაზე ფეისბუქის სტატუსის გამო ნინო ბურჯანაძემ შვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ უსაყვედურა ბოკერიაზე ფეისბუქის სტატუსის გამო ნინო ბურჯანაძემ შვილს

"პალიტრა TV"-ის გადაცემა "ემას შოუ", შაბათს 15 ივნისს "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს უმასპინძლებს.

"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან ერთად, თავის შვილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე მათგანი საქართველოს პატრიოტია და "არც ერთი თვალს არ დაახამხამებს, ისე შესწირავს სიცოცხლეს ქვეყანას".

ამასთან, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უფროს ვაჟს ფეისბუქის სტატუსის გამო უსაყვედურა, რომელშიც ანზორ ბიწაძე გიგა ბოკერიას მიმართავდა. "ის ამ შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკური მოღვაწის შვილი არაა, არამედ ის შვილია ადამიანის, რომელსაც წინ აქვს საპრეზიდენტო კამპანია. ამიტომ ის თავშეკავებული უნდა იყოს. თუმცა როგორც დედას, აბსოლუტურად მესმის მისი. მას ბევრი შეურაცხყოფა მიაყენეს, ძალიან მტკივნეული იყო, როცა მას სამშობლოს მოღალატის იარლიყი მიაკერეს, მაშინ როცა აგვისტოს ომის ეპიცენტრში იყო პრაქტიკულად. ის ძალიან დიდი პატრიოტია ჩვენი ქვეყნის" - აღნიშნა ბურჯანაძემ.

გადაცემა "ემას შოუს" იხილავთ შაბათს 15 ივნისს, 19:30 საათზე "პალიტრა TV"-ის ეთერში.