loader

ევროპის ოთხგზის ჩემპიონმა რუსმა ძიუდოისტმა თავი მოიკლა - ექსკლუზიური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპის ოთხგზის ჩემპიონმა რუსმა ძიუდოისტმა თავი მოიკლა - ექსკლუზიური კადრები

ძიუდოში ევროპის ოთხგზის ჩემპიონმა, რუსმა 28 წლის ელენა ივაშჩენკომ თავი მოიკლა. იგი ტიუმენში საცოხვრებელი სახლის მე-15 სართულიდან გადმოხტა. სანამ საბედისწერო ნაბიჯს გადადგამდა, მან წერილი დაწერა და პასპორტში ჩადო.

სპორსტმენის დის განცხადებით, ელენა უკვე წლებია, რაც მძიმე ფორმის დეპრესიას განიცდიდა და დასახმარებლად ექიმებსაც კი მიმართა. ბოლო დროს ელენა საავადმყოფოში იწვა, საიდანაც ნათესავებმა გამოიყვანეს, რათა უქმეებზე ოჯახთან ერთად ყოფილიყო. მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილმა ჩემიპონმა წერილი დაწერა, სადაც ითხოვდა, რომ მის სიკვდილში თავი არავის დაედანაშაულებინა. შემდეგ ეს წერილი პასპორტში ჩადო, აივანზე გავიდა და მე-15 სართულიდან გადახტა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გოგონას ადრეც არაერთხელ უცდია თვითმკვლელობა.