loader

"სუბარი მეჩხუბა, მოროშკინამ უნამუსო მიწოდა" - პატიმრის დედა მომაკვდავ შვილს ვერ ნახულობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სუბარი მეჩხუბა, მოროშკინამ უნამუსო მიწოდა" - პატიმრის დედა მომაკვდავ შვილს ვერ ნახულობს

პატიმარ ირაკლი კაშიას დედა მისი შვილის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაბრუნებას ითხოვს. როგორც ნონა კაშიამ "პალიტრა ტვ"-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, მისი შვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ბოლო დღეების განმავლობაში ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა დღეს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ოპერაციის შემდეგ მართვად სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა, ე.წ. რესბალნიცაზე გადაიყვანეს. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლა მძიმეა, მაინტერესებს, რატომ მოხდა მისი გადაყვანა?!" - აღნიშნა ნონა კაშიამ.

მისივე თქმით, ოპერაციის დროს მან სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს დაურეკა და სთხოვა, მისთვის შვილის ნახვის უფლება მიეცათ. "როგორც მითხრეს, არ არის შანსი, რომ ირაკლი ცოცხალი დარჩეს და სუბარს დავურეკე, ვთხოვე, იქნებ ნახვის უფლება მოეცათ, რომ მისი სუნთქვა მომესმინა. ამის მაგივრად, საშინლად მეჩხუბა. შემდეგ დავურეკე მოროშკინას, რომელიც ასევე მეჩხუბა, პარასკევს როგორ მირეკავთო; პარასკევი არის სამუშაოს დასრულების დღე და როგორ მიკავშირდებითო", - აღნიშნა ნონა კაშიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" სასჯელაღსრულების სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, პატიმრის ციხის საავადმყოფოში დაბრუნების გადაწყვეტილება სამედიცინო ნაწილმა მიიღო. "მან ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია მიიღო და ახლა მკურნალობა უნდა გააგრძელოს ე.წ. რესბალნიცაზე, – აღნიშნა კორძაიამ.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად