loader

"ჩვენ გამოგVIVA" - ქველმოქმედება ონკოლოგიურ დაავადებებთან საბრძოლველად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ გამოგVIVA" - ქველმოქმედება ონკოლოგიურ დაავადებებთან საბრძოლველად

"ჩვენ გამოგVIVA" - ამ სახელწოდებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალბატონებისთვის პრეზენტაცია-კონფერენცია გაიმართა. პროექტი გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრებისთვის ხორციელდება და 15 ქალბატონისთვის არტ-თერაპიის კურსის დაფინანსებას ითვალისწინებს.

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ მთავრობის წევრები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი "მედია პალიტრაა". მხარდამჭერები პროექტში ჩართულობის საკუთარ მოტივებზე საუბრობდნენ.

პროექტის ფარგლებში გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ანუკი არეშიძის, ირაკლი რუსაძის და ანა ჩანგიანის ნამუშევრები. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ სამომავლოდ პროექტში ონკოლოგიური პრობლემების მქონე მეტი ქალბატონი ჩაერთვება.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად