loader

ძალიან ვწუხვარ, რომ სადისტები და მოძალადეები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძალიან ვწუხვარ, რომ სადისტები და მოძალადეები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს - მიხეილ სააკაშვილი

"სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი საშინელებების ჩამდენი სუბიექტები მსახურობდნენ ჩემი მთავრობის დროს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილ ადამიანთა წამებისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოკადრებს. მისი თქმით, თუ ეს ფირები სიმართლეს შეესაბამება, ამ დანაშაულის ჩამდენები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა კუდ-ის ორ ყოფილ მაღალჩინოსანზე: ჩხატარაშვილსა და ქარდავაზე, რომლებიც, მისი თქმით, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს გადმოყვნენ სისტემას, ხოლო ახლა ორივე მათგანი "აქტიურად თანამშრომლობს ახალ მთავრობასთან". სააკაშვილმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ სადისტები და მოძალადეები შეიპარნენ მისი მთავრობის დროს სამართალდამცავ სტრუქტურებში.

ასევე იხილეთ:

"10 წამიც რომ აჩვენონ ეს კადრები, საზოგადოებაში დიდი აფეთქება მოხდება" - ირაკლი ალადაშვილი

რაც ვნახეთ, საკმარისია იმისთვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს, კიდევ რა ტიპის დანაშაული ხდებოდა - ბაია ცანავა

"აუცილებელია კადრების ჩვენება" - "პალიტრის" მსმენელები წამების ამსახველ ჩანაწერებზე

"ეს საშინელი კადრებია" - რას ყვებიან მედიის წარმომადგენლები შსს-ში შეხვედრის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასთან შეხვედრის ამსახველ კადრებს ავრცელებს

იხილეთ ვიდეო ინგლისურად