loader

წამებასა და თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებულ 9 პირს პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წამებასა და თავისუფლების აღკვეთაში ბრალდებულ 9 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამრთლო პროცესს ცხრა ბრალდებულიდან რვა ესწრებოდა. პროცესზე თვითდაზიანებების მიყენების შედეგად ჰოსპიტალიზებული პაატა ქირია არ იმყოფებოდა და მის ინტერსებს ადვოკატი გიორგი ონიანი იცავდა.

შსს-ს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები მარლენ ხვიტია, გოჩა შონია, გურამ ჭითანავა, პაატა ქირია და რუსლან შამახია, ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კობა თოდუა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი გულია და თემურ უბირია, რომლებსაც ბრალად წამება და თავისუფლების აღკვეთა ედებათ, პროცესს დაესწრნენ.

აღმკვეთ ღნისძიებასთან დაკავშირებული პროცესი მედიის წარმომადგენლებისთვის დასაწყისში ღია იყო, რის შემდეგაც, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად