loader

რუსები დვანთან ე.წ. საზღვრის გადმოწევის სამუშაოებს აგრძელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსები დვანთან ე.წ. საზღვრის გადმოწევის სამუშაოებს აგრძელებენ

სოფელ დვანთან, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის გადმოწევის სამუშაოები დღეს კიდევ ერთხელ განახლდა. რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლის გადმოწევა სპეციალური ტექნიკით, ბოძებითა და მავთულხლართებით დაიწყეს, - ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.

სოფელ დვანის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სამუშაოები ორი მიმართულებით განახლდა, რის შედეგადაც, სოფლის 1 ჰექტარი მიწის ფართობი საოკუპაციო ზოლს მიღმა დარჩა. რამდენიმე საათის შემდეგ ოკუპანტებმა სამუშაოები შეაჩერეს. ადგილობრივები საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.