loader

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული სულიკო გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორის რაიონის სოფელ ფხვენისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: „გე-ვე 932“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი ტყვიამფრქვევი, სავაზნე ლენტში მოთავსებული 223 საბრძოლო ვაზნა, „კალაშნიკოვი“-ს კონსტრუქციის ავტომატის 7 მჭიდი, „ა-კა 74“-ის, „ა-კა-ეს 74“-ის, „ა-კა-ეს 74-უ“-ს, „ერ-პე-კა 74“-ის, „ერ-პე-კა-ეს-74“-ის 135 საბრძოლო ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, „ეფ 1“-ის ტიპის ხელყუმბარა, 3 ქარხნული წესით დამზადებული 200 გრამიანი და 1 ცალი 75 გრამიანი ტროტილის კოჭა,1 ქარხნული წესით დამზადებული ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).