loader

ჰეროინის" შეძენა-შენახვის ბარლდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰეროინის" შეძენა-შენახვის ბარლდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ,,ჰეროინი" ამოიღო. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ნაილა დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას დაკავებულის ხელჩანთიდან 85,265 გრამი ,,ჰეროინი" ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.