loader

ბიძინა ივანიშვილი ისრაელს ორდღიანი ვიზიტით ეწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი ისრაელს ორდღიანი ვიზიტით ეწვია

ისრაელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი დაიწყო. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში,  შეხვედრები გაიმართება ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართველ ებრაელებთან. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები წმინდა ადგილებს მოილოცავენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

ბიძინა ივანიშვილი ისრაელში ვიზიტს 25 ივნისს დაასრულებს.