loader

ბათუმელი ჟურნალისტების აქცია 12 წლის მირზა ცეცხლაძის დასახმარებლად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმელი ჟურნალისტების აქცია 12 წლის მირზა ცეცხლაძის დასახმარებლად

ბათუმში მომუშავე მედიის წარმომადგენლებმა 12 წლის მირზა ცეცხლაძის დასახმარებლად აქცია დაიწყეს. მირზა ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება, რომელიც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ჟურნალისტები თავდაპირველად აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი სხვადასხვა საჯარო სტრუქტურასთან და კერძო კომპანიებთან გადაინაცვლეს.

ბათუმელმა ჟურნალისტებმა დღესვე სოციალური ვიდეორგოლის დამზადებაც დაიწყეს, რომელსაც სხვადასხვა ტელევიზია აჩვენებს.

მირზა ცეცხლაძე თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც დღეს გახდა ცნობილი, მას სასწრაფოდ ესაჭიროება მე-2 ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი.

მირზა ცეცხლაძის დასახმარებლად, "მაგთის", "ბილაინის" და "ჯეოსელის" აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ: 0 901 500 513, ზარის ღირებულება არის 1 ლარი. ასევე, გახსნილია ანგარიში "საქართველოს ბანკში": GE62BG0000000996577400