loader

"თქვენ ქუჩის ქალი ხართ, რადგან პრემიერს მისწერეთ: შვილი მინდაო" - მოქალაქე დეპუტატს ცემაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ ქუჩის ქალი ხართ, რადგან პრემიერს მისწერეთ: შვილი მინდაო" - მოქალაქე დეპუტატს ცემაში ადანაშაულებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, მედეა ვასაძეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. მოქალაქე დოდო დიასამიძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში იმყოფება და კისრის არეში ტკივილს უჩივის.

როგორც მან განაცხადა, მედეა ვასაძისგან იმ ხელშეკრულების ასლის გადაცემას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც მას უმაღლეს საბჭოში საბავშვო ველოსიპედი გადასცეს. დოდო დიასამიძე განმარტავს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილი მისწერა, სადაც მისი პრობლემის შესახებ საუბრობდა. როგორც ის აღნიშნავს, ცხრა წელია შვილი არ ჰყავს და ბიძინა ივანიშვილს მკურნალობის კურსის ჩასატარებლად ფინანსურ დახმარებას სთხოვდა. როგორც დიასამიძე აცხადებს, მას დახმარებას დაპირდნენ. მოგვიანებით დაურეკეს და "ქართუ ჯგუფისგან" საჩუქრად ველოსიპედი გადასცეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე მოქალაქე დოდო (დიანა) დიასამიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს უარყოფს.