loader

ვაკეში მომხდარი მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაკეში მომხდარი მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1993 წელს დაბადებული დავით ჭ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებულმა გვიან ღამით თბილისში, არაყიშვილისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებული ლადო დაუშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაუშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, დავით ჭ. კი სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.