loader

სოსო ცისკარიშვილი პრეზიდენტს დუმილის უფლების გამოყენებას ურჩევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოსო ცისკარიშვილი პრეზიდენტს დუმილის უფლების გამოყენებას ურჩევს

ტელე-რადიო "პალიტრის" გადაცემა "აქ და ახლას" ეთერში ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკანასკნელი გამოსვლები აღიქმება, როგორც "თვითლუსტრაციის კრიალოსანი", რომელიც უთუოდ იქნება გამოყენებული პროკურატურის მიერ, როცა მისი დრო დადგება.

ცისკარიშვილი პრეზიდენტის შესაძლო დაპატიმრების თემასაც გამოეხმაურა: "მოქმედი პრეზიდენტის დაპატიმრება არატრადიციული თემაა, მაგრამ საქართველოსთვის ბევრი გამონაკლისის ფონზე ამ თემამაც შეიძლება იარსებოს" - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

იხილეთ გადაცემა "აქ და ახლა" სრულად