loader

12 წლის მირზა ცეცხლაძის მკურნალობა დაფინანსდა - პროტესტმა შედეგი გამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

12 წლის მირზა ცეცხლაძის მკურნალობა დაფინანსდა - პროტესტმა შედეგი გამოიღო

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ორგანიზებულ აქციაზე ცნობილმა ჟურნალისტებმა ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად ხელისუფლებას სასწრაფო ზომების მიღება მოსთხოვეს.

აქციის მსვლელობისას პარლამენტთან ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს ამცნო, რომ 12 წლის მირზა ცეცხლაძის საზღვარგარეთ მკურნალობა სრულად დაფინანსდება. მინისტრის თქმით, ასევე დაიწყება პროგრამა და მუშაობა იმაზე, რომ დაფინანსდეს კიდევ ერთი მოზარდის საზღვარგარეთ მკურნალობა. აქციის მონაწილეები მინისტრის განცხადებას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ და მას მადლობა გდაუხადეს.

ლეიკემიით დაავადებული 12 წლის მირზა ცეცხლაძის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი გადარჩენა მხოლოდ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაშია შესაძლებელი. თუკი 10 დღის განმავლობაში ვერონაში, იტალიაში, ბავშვის კლინიკაში გაგზავნა ვერ მოხერხდება, ის დაიღუპება. კლინიკა მოწვევას მხოლოდ მაშინ გამოგზავნის, როცა სამკურნალოდ საჭირო თანხა კლინიკის ანგარიშზე ჩაირიცხება, თანხა კი 100 000 ევროს შეადგენს.