loader

"ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლთა მოსახსენიებლად ტაძრის აშენებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლთა მოსახსენიებლად ტაძრის აშენებას ითხოვენ

სპორტის სასახლის მიმდებარე სკვერში, 2004 წლიდან 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი ტაძრის აშენებას ითხოვენ.

აღნიშნულ სკვერში, ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა გრიგოლ გოგიჩიძემ 2004 წლიდან 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაღუპულთა სულების მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს სოსო რობაქიძე, ლაშა ჩხარტიშვილი, დაღუპულთა ახლობლები, ოჯახის წევრები და მრევლი ესწრებოდა.

როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, ამ ტერიტორიაზე ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით მერიას მიმართავენ და ასევე ითხოვენ თანადგომას საპატრიარქოსგან. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ტაძარი აუცილებელად უნდა აშენდეს 2004 წლიდან 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლთათვის.