loader

პაატა ბურჭულაძეს ჯონდი ბაღათურია საპრეზიდენტო კანდიდატობას სთავაზობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაატა ბურჭულაძეს ჯონდი ბაღათურია საპრეზიდენტო კანდიდატობას სთავაზობს

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პაატა ბურჭულაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. "დღეს საქართველოს სჭირდება ძლიერი კანდიდატი, რომელიც დააბალანსებს და შეძლებს "ოცნების" კანდიდატის დამარცხებას. ბურჭულაძე არის ხალხის წიაღიდან წამოსული კანდიდატი და გახდება საქართველოს პრეზიდენტი. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბატონი პაატა ფიქრობს ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - აცხადებს ბაღათურია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "იავნანაში" ამ საკითხთან დაკავშირებით განუცხადეს: "ეს მოსაზრება ახალი არ არის, საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის პოლიტიკოსები ამ წინადადებითა და გულწრფელი სურვილით ბოლო დროს ხშირად მიმართავენ პაატა ბურჭულაძეს. ამჟამად, ფონდი "იავნანა" 9 ივლისს მისი სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილ
სადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადება, შესაბამისად, პაატა ბურჭულაძის ყველა კომენტარი მხოლოდ ამ თემას დაუკავშირდება", - აღნიშნეს ფონდ "იავნანაში".