loader

ავარიას ქუთაისში ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარიას ქუთაისში ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტომშენის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ფოლკსვაგენი" და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

"ფოლკსვაგენში" ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, ადგილზე დაიღუპნენ. დაშავებული მძღოლი და ერთი მგზავრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, ასევე, კრიმინალური პოლიცია და კრიმინალისტები. გამოძიებამ დაადგინა, რომ სატვირთო ავტომობილი ქუთაისის, ხოლო მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ, ხონის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.