loader

პირდაპირი ჩართვა სტიქიის მსხვერპლის მხრებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ჩართვა სტიქიის მსხვერპლის მხრებიდან

ინდური ტელეკომპანიის რეპორტიორის საქციელმა მისი ხელმძღვანელობა შოკში ჩააგდო. News Express-მა ჟურნალისტი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მან პირდაპირი ჩართვისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანის მხრები გამოიყენა.

წყალდიდობით ყველაზე დაზარალებული რეგიონიდან ჩართვისას, ნარაიან პარგაენი სტიქიის მსხვერპლ მამაკაცს შემოაჯდა მხრებზე. რა თქმა უნდა, ეს ჩართვა ტელევიზიის ეთერით არ გასულა, თუმცა ინტერნეტში გავრცელდა და მას შემდეგ გამოიწვია ხელმძღვანელობის აღშფოთება.

პარგაენიმ, რომელიც თითქმის 17 წელია, ჟურნალისტად მუშაობს, ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა: "ამ ადამიანმა თავად მოისურვა, პატივისცემა გამოეხატა ჩემ მიმართ, რადგან მე, მისივე თქმით, საპატიო სტუმარი ვიყავი. ამიტომ მის სახლში მისვლამდე ადიდებულ წყალში გადაყვანა თავისი მხრებით შემომთავაზა".


ასევე იხილეთ:

ქარიშხალი, პირდაპირი ეთერი და შოკისგან აცეკვებულები

ამინდის პროგნოზის წამყვანს პირდაპირი ჩართვისას გული წაუვიდა