loader

2-წლიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი "წმინდა ნინო" - წმინდანის ცხოვრება მხატვრულ ფილმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2-წლიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი "წმინდა ნინო" - წმინდანის ცხოვრება მხატვრულ ფილმში

2600 ჩანახატი, სადაც წმინდა ნინოს ცხოვრებაა ასახული. ანიმაციიდან მხატვრულ ფილმამდე - ასე გაჩნდა ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული ფილმის იდეა.

4 ათასი მსურველი და 4 ათასი უარი. რეჟისორი გიორგი კერესელიძე ორი წლის მანძილზე ეძებდა წმინდა ნინოს როლის შემსრულებელს. თვალები და გამოხედვა - ეს მთავარი კრიტერიუმი იყო, რის მიხედვითაც 2-წლიანი ძიების შემდეგ მთავარი როლის შემსრულებელი ნიცა კაპანაძე აირჩა.

16 წლის ნიცა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს. მისთვის ამ ფილმში მონაწილეობა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, შიშთან და გარკვეულ დათმობებთანაა დაკავშირებული. გოგონამ სამოდელო კარიერაზე სწორედ წმინდა ნინოს როლის გამო თქვა უარი.

გადაღებები როგორც საქართველოში ასევე კაბადოკიაში, რომში და იერუსალიმში იქნება. რეჟისორს იმედი აქვს, რომ წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ 2-საათიანი ფილმის ნახვის შემდეგ, მაყურებელი დარბაზს აცრემლებული, დადებითი ემოციებით დატოვებს.

იხილეთ სტატია კვირის პალიტრაზე: "პატრიარქმა სიყვარულით გამაფრთხილა, თავში არ აგივარდესო"