loader

მალაშხია, ბარამიძე, ბაქრაძე, ჯაფარიძე - "ნაციონალების" საპრეზიდენტო პრაიმერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალაშხია, ბარამიძე, ბაქრაძე, ჯაფარიძე - "ნაციონალების" საპრეზიდენტო პრაიმერი

"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში 4 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ესენი არიან: დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია.

"ჩვენი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად მთელი საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონული კონფერენცია ჩატარდება და სწორედ ამ 4 კანდიდატს შორის შეარჩევენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერები თუ ვინ იქნება რჩეული", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ და განმარტა, რომ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ივლისის ბოლოს გაირკვევა.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ესაა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პირველი პრეცედენტი, როცა პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს ღია შეჯიბრობითობის პრინციპით ავლენს.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად