ტყის ხანძარს 19 მეხანძრე ემსხვერპლა
შეერთებულ შტატებში ტყის ხანძარს ცხრამეტი მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი არიზონას შტატის ქალაქ იარნელის შემოგარენში არსებულ ტყის მასივს გაუჩნდა. დაიღუპა ადგილობრივი ხანძარსაწინააღმდეგო დანაყოფის მთელი ბრიგადა. სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, თანამშრომლებმა ვერ გაითვალისწინეს, რა სისწრაფით ვრცელდებოდა ცეცხლი ძლიერი ქარის პირობებში.