loader

პოლიციელმა მოკლა მამაკაცი, რომელიც 2 წლის გოგონას ყელის გამოჭრას უპირებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელმა მოკლა მამაკაცი, რომელიც 2 წლის გოგონას ყელის გამოჭრას უპირებდა

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში, ვოლმარტის სუპერმარკეტის უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს მამაკაცი, რომელმაც ორი წლის ბავშვი, რომელიც დედის ზურგსუკან საყიდლების კალათაში იჯდა, ამოიყვანა და დანით ყელის გამოჭრას უპირებდა. კადრებზე ჩანს, როგორ ევედრება ბავშვის დედა გამტაცებელს, გაუშვას მისი შვილი.

სუპერმარკეტის დაცვამ პოლიცია გამოიძახა. თავდამსხმელსა და პოლიციას შორის ნახევარსაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა - როდესაც დამნაშავემ ისევ მიუტანა ბავშვს ყელთან დანა, მას პოლიციის ოფიცერი მიუახლოვდა და ერთი გასროლით მოკლა.

ასევე იხილეთ: ბერლინის ცენტრში პოლიციამ შიშველი მამაკაცი მოკლა (+18)