loader

ძლიერი შტორმი ქობულეთში - მაშველებმა ორი ახალგაზრდა გადაარჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი შტორმი ქობულეთში - მაშველებმა ორი ახალგაზრდა გადაარჩინეს

ორი დღეა ქობულეთის სანაპიროზე ძლიერი შტორმია. 2 ივლისს სანაპიროზე 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია. 30 მაშველი წყლიდან 2 ახალგაზრდის გამოყვანას ცდილობდა. საბოლოოდ მათი ზღვიდან გამოყვანა მოხერხდა. ახალგაზრდებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ზღვა დღესაც ღელავს და ბანაობა აკრძალულია. სანაპიროზე ზღვის ტალღების სიმძლავრე 4-დან 5 ბალამდეა. შტორმის შედეგად დაზიანდა სანაპიროზე განთავსებული რამდენიმე კაფეც.

სამაშველო სამსახური დამსვენებლებსა და ადგილობრივებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ცუდი ამინდის დროს ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.


წყარო: "აჭარის ტელევიზია"

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე