loader

"ხელები შორს რუსთავი 2"-ისგან - პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელები შორს რუსთავი 2"-ისგან - პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს აფრთხილებს

"ხელები შორს რუსთავი 2"-ისგან - მიხეილ სააკაშვილი პრემიერს აფრთხილებს, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი გამოძიება, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს ტელეკომპანიის მესაკუთრის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი რამ ბრუნდება შევარდნაძის ეპოქიდან, თუმცა მისი წინამორბედის მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქა სწორედ "რუსთავი 2"-ია - "ბოლო დამოუკიდებელი, ნაციონალური მაუწყებელი".

"რუსთავი 2" - ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი საქართველოში და ჩვენი ათწლეულების მონაპოვარი. ასევე, ეს არის კავშირი არჩევნებთან. არჩევნები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დემოკრატიულად, თუ ქვეყანაში ყველას აქვს წვდომა ინფორმაციაზე" - დასძინა პრეზიდენტმა.

ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. საუბარია ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელზე, რომლებიც თავს ტელეკომპანიის 60%-იანი წილის კანონიერ მესაკუთრეებად თვლიან. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება პოლიტიკური ჩარევა.