loader

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 20 წლის ახალგაზრდები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 20 წლის ახალგაზრდები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი ამოიღო. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი: 1993 წელს დაბადებული რომან ნ. და 1993 წელს დაბადებული ირაკლი ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა რომან ნ. თბილისში, გამსახურდიას ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდით და 8 ვაზნით ამოიღეს.

ირაკლი ქ. კი ბერბუკის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. მისი ბინიდან "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდითა და 6 ვაზნით ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).