loader

"საქართველოს ბანკში" ნიღბიანი თავდამსხმელი საზამთროთი შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ბანკში" ნიღბიანი თავდამსხმელი საზამთროთი შევიდა

დიღმის მასივში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გამოძიებაში ჩაერთო კინოლოგიური სამსახური, რომელიც შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტებთან ერთად მუშაობს.

"პალიტრა ტვ"-ის კორესპონდენტმა თვითმხილველებთან საუბრისას თავდასხმის ერთი უცნაური დეტალი გაარკვია - შეიარაღებულ და ნიღბიან თავდამსხმელს სერვისცენტრში შესვლისას საზამთრო ეჭირა ხელში. ეს საზამთრო სერვისცენტრში ახლაც ძირს გდია.

თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ მათ დაინახეს, როგორ გარბოდა ბანკიდან თავდამსხმელი, რომელსაც ნიღაბი ისევ ეკეთა. იარაღი თვითმხილველებს არ დაუნახავთ, თუმცა ამბობენ, რომ თავდამსხმელი, სავარაუდოდ, დიღმის მასივის მე-4 კვარტლისკენ გაიქცა.

თავდასხმა "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრზე დაახლოებით დილის 10:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბანკს მინიმალური ზიანი მიადგა.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად