loader

მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე სარფში ორი მამაკაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე სარფში ორი მამაკაცი დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იბრაჰიმ ქ. და აზერბაიჯანის მოქალაქე სულთან ქ. მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.

დაკავებულებს მათი მართვის ქვეშ მყოფ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდათ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნარგიზა ი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ იბრაჰიმ ქ-მ 2012 წლის ოქტომბერში საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, სასაზღვრო-საემიგრაციო გამტარ პუნქტ "სარფი"-ს გავლით, გადაიყვანა სამგზავრო ავტობუსით უზბეკეთის მოქალაქე. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება იბრაჰიმ ქ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე (სსსკ-ის 344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო სულთან ქ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).