loader

"თბილისი მაღლიდან" - BBC-ის კორესპონდენტი ფუნიკულიორიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისი მაღლიდან" - BBC-ის კორესპონდენტი ფუნიკულიორიდან

BBC-ის კორესპონდენტი რაჯან დატარი საქართველოში მოგზაურობას განაგრძობს. ამჯერად ბრიტანული მაუწყებლის რეპორტიორი თბილისში იმყოფება და მისივე თქმით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ციცაბო ფუნიკულიორიდან დაეშვა, რათა უძველესი ქალაქის მშვენიერება უკეთ შეეგრძნო.

"შარმი, ელეგანტურობა და ინდივიდუალიზმი, რაც ამ ქალაქს ახასიათებს, ამ სიმაღლიდან განსაკუთრებით კარგად ჩანს" - ამბობს რაჯან დატარი.

"საქართველოს დედაქალაქი, რომელიც მტრის შემოსევის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, ახლა სხვაგვარ "შემოსევას" ელოდება - ტურისტებს" - ამბობს ავტორი რეპორტაჟის ბოლოს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე


ასევე იხილეთ:


"სიყვარულის ქალაქი" შავ ზღვაზე - BBC-ის რეპორტაჟი ბათუმური ქორწილიდან

სვანებმა BBC-ის კორესპონდენტი აამღერეს - რეპორტაჟი უშგულიდან